21 ივნისი 2018,   23:42
ვრცლად
საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები თბილისში იკრიბებიან - პირველი შეხვედრები სახელმწიფო მეთაურთან შედგა

საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები თბილისში იკრიბებიან. მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს 7 ქვეყნის პირველი პირი და 20 სხვადასხვა დელეგაცია დაესწრება.

ერთ-ერთი პირველი საქართველოს ლიეტუვისა და სომხეთის პრეზიდენტები და ევროკომისიის ხელმძღვანელი ეწვივნენ. პირველი შეხვედრები საპატიო სტუმრებმა სახელმწიფოს მეთაურთან გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ევროკავშირ - საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატზე გადასვლის შეთანხმების იმპლემენტაცია განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და გახშირებულ გატაცებებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ლიეტუვის პრეზიდენტმა და გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ილაპარაკეს. დალია გრიბაუსკაიტემ ყურადღება საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვაზე გაამახვილა.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრსაც შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს. 

„ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენთან ვარ ამ მშვენიერ დღეს - თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე,“- განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები