22 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
ხელოვნების სასახლის ახალი კოლექცია - პირველი ეროვნული ჰიმნის ავტორის პირადი ნივთები ოჯახის წევრებმა მუზეუმს გადასცეს

ხელოვნების სასახლის ახალი კოლექცია - პირველი ეროვნული ჰიმნის ავტორის პირადი ნივთები, დოკუმენტები და ქულაჯა ოჯახის წევრებმა საექსპოზიციოდ მუზეუმს გადასცეს.

სხვადასხვა დოკუმენტთან ერთად ის კოსტიუმიცაა, რომლითაც კოტე ფოცხვერაშვილი კონცერტებზე გამოდიოდა.

კოტე ფოცხვერაშვილის საარქივო მასალის გარდა, სასახლის საცავს საქართველოს პირველი სამხედრო-სასულიერო ორკესტრის დამაარსებლის ნივთებიც შეემატა.

ხელოვნების სასახლეს მუსიკოს ვალერიან მიზანდარის პირადი ნივთები, მათ შორის საქართველოს ცენტრალური გვარდიის ფორმის სამხრე და ნოტების საბეჭდი მოწყობილობაც გადაეცა.

ყველა ნივთი ახლა უკვე ხელოვნების სასახლის საცავშია დაცული და დამთვალიერებელს მათი ნახვა ექსპოზიციებზე შეეძლება. 

დღის ამბები