16 ოქტომბერი 2018,   11:44
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღებს

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ხვალ მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელებს. ცნობილია, რომ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაესწრება. 

ნარკოპოლიტიკისათან დაკავშირებით მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღებს. 

ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მთავარი მიზეზი კი დეკრიმინალიზაციის და დოზების საკითხებია. 

ოდენობების და საკანონმდებლო ნორმები როგორ იქნება, ვადები როგორ იქნება, საუბარია იმაზე, რომ გაჰუმანურება რომ მოხდება, რამდენი ხანი უნდა იყოს ეს შუალედური მოდელი, მანამ სანამ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ საბოლოოდ გავაუქმოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ თემებზე არის საუბარი  და ეს თემები უმრავლესობის ყველა წევრის ჩართვის და კონსენსუსის გარეშე შეუძლებელია მივიღოთ, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის ძალიან აქტიური თემებია,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხს უწოდებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ ხვალ დაგეგმილ განხილვას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. 

„ეს ერთ-ერთი საკვანძო თემაა, რომელიც პარტიამ, პარლამენტმა, მთლიანად უმრავლესობამ, გუნდმა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საპარლამენტო ნაწილმა, პარტიამ ერთად უნდა მიიღოს გადაწვეტილება. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა ის ადამიანი და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გახლავთ ასევე ა პარტიის თავმჯდომარე,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში არსებობს იმის რესურსი, რომ დათქმულ დროში მოხდეს საკითხის შეთანხმება.

„საკითხი უნდა იქნას შეთანხმებული, რომ ჩვენ მივიღოთ სწორად განხორციელებული რეფორმა, რომ ქვეყანაში იქნას ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირებული,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დღის ამბები