22 აგვისტო 2018,   01:24
ვრცლად
ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატს საზოგადოების დაბნევასა და მონაცემებით მანიპულირებაში ადანაშაულებს

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატს საზოგადოების დაბნევასა და მონაცემებით მანიპულირებაში ადანაშაულებს. ჭიაბერაშვილის თქმით, საქსტატმა მოსახლეობას მიგრაციასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები უნდა მიაწოდოს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უნდობლობას უცხადებენ და აცხადებენ, რომ საქსტატი ცდილობს, რეალური მონაცემების გადაფარვას და ის მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს.

„საქსტატმა ძალიან გამართულად უნდა აუხსნას საზოგადოებას ქვეყანაში დაბრუნებულთა ან წასულთა რიცხვი, როგორ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს საერთო რაოდენობას მოსახლეობის. შეიძლება დაბრუნებულთა და წასულთა პროცენტული გაანგარიშება შეიცვალოს, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ 3 მილიონ 700 ათასი ვართ თუ 4 მილიონ ნახევარი. როგორც კი ჩვენი სხვადასხვა მაჩვენებელი, იქნება ეს დემოგრაფიული თუ ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება და „ქართული ოცნების“ პირობებში ეს ნამდვილად უარესდება, ისინი იმ წუთას იწყებენ ერთგვარ მანიპულაციას, რომ არა თურმე ძველ რიცხვებს თუ ახალი მეთოდოლოგიით გადავიანგარიშებთ, რაღაც სხვა სურათი გამოდის, ამით კიდევ უფრო აბნევენ საზოგადოებას,“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ოპოზიციის წევრების თქმით, ისინი უახლოეს დღეებში პარლამენტში მოითხოვენ, რომ საქსტატი მთავრობიდან პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

დღის ამბები