22 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
„ძალა ევროპაშია“ - კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრები თელავიდან დაიწყეს

კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრები თელავიდან დაიწყეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და რუსული პროპაგანდის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო დაუახლოვდეს ნატოს და ევროკავშირს. ცხადია, რომ ამ მიმართულებით თუკი განვითარდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო მეტად დაცული და თუ ჩვენ, ევროპული ტიპის სახელმწიფოს შევქმნით, რა თქმა უნდა ჩვენი სასამართლო სისტემაც იქნება უფრო უკეთესი, ჩვენი პენსიონრებიც უკეთესად იცხოვრებენ, ჩვენი განათლების სისტემაც იქნება უფრო უკეთესი,“ - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

მსგავსი შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება.

 

 

 

დღის ამბები