22 აგვისტო 2018,   05:48
ვრცლად
გასაიდუმლოებული წერილი - აგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ არ გაასაჯაროვა

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მსოფლიოს პატრიარქის მიერ გამოგზავნილი მხარდამჭერი წერილი, რომელიც დამალეს. 2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში, ბართლომეოსმა სპეციალური წერილი გამოგზავნა საქართველოს საპატრიარქოში, სადაც საზოგადოებას მიმართავდა და ამხნევებდა, თუმცა საქართველოს საპატრიარქომ წერილი არ გამოაქვეყნა.

ბერძნულ ენაზე შედგენილი წერილი, მსოფლიო მართლმადიდებელი საპატრიარქოდან საქართველოს საპატრიარქოში 10 წლის წინ 2008 წლის 12 აგვისტოს მიიღეს. საკმაოდ ვრცელ, მხარდამჭერ ტექსტს, ხელს აწერს კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი-ყოვლადუწმინდესი ბართლომე პირველი, თუმცა, მისი გასაიდუმლოება საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვიტა. მაშინ, როცა ომი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოსკენ იყო მოპყრობილი. ქართული მედია ყოველ წუთს აქვეყნებდა მსოფლიო ლიდერების, მათ შორის რომის პაპის მხარდამჭერ გზავნილებს. საქართველოს პატრიარქის სამდივნომ, ბართლომეოსის წერილი არცერთ ოფიციალურ უწყებას, მთავრობის კანცელარიას ან თუნდაც მედიას არ მიაწოდა, არც საკუთარ გამოცემებში გამოაქვეყნა.  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართლმადიდებელი ფიგურის მხარდამჭერი გზავნილი, საქართველოს საპატრიარქომ თაროზე შემოდო.

საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ვლადიმერ ნარსია, საეკლესიო სამართლის დოქტორის, ბართლომეოს პირველის წერილის სტრიქონებს შორის კითხულობს გზავნილებს, რომელიც მისი აზრით, საპატრიარქოში მყოფ რუსეთის აგენტებს არ მოეწონათ და წერილიც ამიტომ დამალეს.

თამარ მესხი კი დარწმუნებულია, რომ ბართლომეოსის წერილის იგნორირება რუსეთისა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებული ისტორიული დაპირისპირების გაგრძელებაა, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც კი საქართველოს საპატრიარქომ რუსეთს არ აწყენინა და მსოფლიო პატრიარქის წერილი დამალა.

 

 

დღის ამბები