16 ოქტომბერი 2018,   02:13
ვრცლად
გოგონა, რომელიც 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა - ანა სუბელიანს 8 წლის შვილით ემუქრებოდნენ

საბაბი, რომლის გამოც, თითქოსდა წინა კვირას რუსთაველზე აგრესიული კონტრაქცია დაიგეგმა, მემორიალზე მოცეკვავე ერთი გოგონა გახდა, ის ანა სუბელიანია. ანა არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი. ამბობს, რომ ბუნებით მეამბოხე და ძლიერია, თუმცა ბოლო ერთი კვირაა სოციალურ ქსელში მის მიმართ ამდენმა მუქარამ, რაღაც პერიოდით გატეხა. ღიად და პირდაპირ ემუქრებოდნენ მის შვილით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აქციაზე, მემორიალზე არაერთხელ ასულა ხალხი, ცეკვის გამო ანას ლინჩის წესით გასამართლებასაც ითხოვდნენ.

ანა სუბელიანი იმ დრომდე სანამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გახდებოდა მუშაობდა პროკურატურაში, ერთი წელი იყო პრობაციის სააგენტოში. მუშაობდა 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან. იყო იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი. მას პოსტი თეა წულუკიანმა დაატოვებინა თუმცა ანა სუბელიანმა მინისტრს სასამართლო დავა მოუგო.

ამბობს, რომ დანებებას არც ახლა აპირებს და მივა ყველგან სადაც მიიჩნევს, რომ ადამიანების უფლებები ილახება. 

დღის ამბები