22 აგვისტო 2018,   09:01
ვრცლად
ცოფის შემთხვევები  - ზაფხულის მოახლოებასთან დაკავშირებით, პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება

თბილისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. აგრესიული ძაღლი ლოტკინზე დაიჭირეს და 7 ლეკვთან ერთად თავშესაფარში მიიყვანეს. თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ, საკუთარი სამი ლეკვიც დაგლიჯა. მოგვიანებით კი ძაღლმა კინოლოგს, 25 წლის ახალგაზრდას დაზიანება სახის არეში მიაყენა. კინოლოგმა კი აცრა მხოლოდ 5 დღის შემდეგ გაიკეთა, რაც ძაღლი მოკვდა და ცხოველს ცოფი დაუდგინდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ამბობენ, რომ ზაფხულში ცოფის გავრცელების საფრთხე მაღალია, ამიტომ აუცილებელია ცხოველების დროული ვაქცინაცია. ცოფის შემთხვევა რუსთავშიც დაფიქსირდა.

ცოფის შესახებ დასკვნა და რეკომენდაცია თავშესაფრისთვის, სურსათის უვნებლობის სააგენტომ გასცა. სპეციალისტები ამბობენ, რომ სააგენტომ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. ცოფის შემთხვევებმა კი საქართველოს მასშტაბით წინა წლებთან შედარებით იკლო.

დღის ამბები