22 ივნისი 2018,   05:55
ვრცლად
ერთმანეთთან დაპირისპირებული სოციალური ჯგუფების შეხვედრა თბილისში პრაქტიკულად ჩაიშალა

ერთმანეთთან დაპირისპირებული სოციალური ჯგუფების შეხვედრა თბილისში პრაქტიკულად ჩაიშალა. დისკუსიაზე მიწვეული არიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, ასევე მათთან რადიკალურად განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფები, თუმცა ამ დრომდე  შეხვედრაზე მხოლოდ „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები და სასულიერო პირები მივიდნენ.

„თეთრი ხმაურის“ მოძრაობაში ჯერ კიდევ ელოდებიან ხელისუფლებისგან დაპირებულ შეხვედრას, რომელზეც ნარკოპოლიტიკაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი უნდა დაესწროს.

„ჩვენ ვთხოვეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს შეხვედრა გამართულიყო ჯანდაცვის მინისტრის თანდასწრებით, ვინაიდან, არ არის ნარკოპოლიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე, სწორედ ეს არის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგვარებს ნარკოპოლიტიკის საკითხებს. დაგვეთანხმა მინისტრი, უბრალოდ ჯანდაცვის მინისტრო ამჟამად არ იმყოფება საქართველოში, ის ბრუნდება შემდეგ კვირაში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში მოხდება ეს შეხვედრა. არიან ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი რეფორმა არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დიალოგს, საუბარს და მშვიდობიან გამოხატვას და ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა და არა იმას, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც ჩვენი მშვიდობიანი დემონსტრაცია საფრთხის ქვეშ იყო ფაშისტების და ქართული მარშის მხრიდან,“ - განაცხადა დავით სუბელიანმა.

დღის ამბები