16 ოქტომბერი 2018,   00:54
ვრცლად
"მირეკავდა შვილი მაჩვენეო, ფულს მთხოვდა"-ინგა გრიგოლიას უცნობი მამაკაცი ემუქრება

ინგა გრიგოლია გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტის დაბარება მის განცხადებას უკავშირება, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს, რაც მუქარას გულისხმობს. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს.

„ციხიდან მირეკავდა ვიღაც ჩემთვის გაუგებარი პიროვნება. რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო, ოღონდ ჩემი შვილის მამა იყო გარდაცვლილი და ვინაიდან  გავარკვიე, რომ მაშინ, 2011 წელი იყო თუ არ ვცდები  ციხიდან იყო ზარები, აღარ ვპასუხობდი ციხის ნომრებს. 2013 წლის შემდეგ როგორც ჩანს გამოვიდა ციხიდან და უკვე დაიწყო ჩემს პირად ტელეფონზე რეკვა. მაგალითად  პირველი ზარი იყო ასეთი, რომ გამოვედი ციხიდან და შენ სახლთან ვდგავარ და ჩამოდი. მე არ ვიცი ვინ არის ეს პიროვნება. საერთოდ არ ვიცი რატომ მოვხვდი მისი ინტერესის არეალში. ვიყავი პოლიციაში. სულ პირველად როცა აქტიური ზარები წავიდა, როცა იგი ციხის გარეთ იყო და მემუქრებოდა. სრულიად გაუგებარი მუქარები იყო ჩემვის, რომ შვილი მაჩვენე, ან რაღაც ფული დამიბრუნე, ქონება დამიბრუნე,“-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

  

დღის ამბები