22 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
საპროტესტო აქცია ხაიშში - ადგილობრივ მოსახლეობას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს

საპროტესტო აქცია ხაიშში - ადგილობრივ მოსახლეობას სამი მთავარი მოთხოვნა აქვს. ერთ-ერთია, აიკრძალოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა, ტურიზმის განვითარების მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცეს თემში არსებული მიწის ნაკვეთები და მოხდეს ხაიშის ცენტრის ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მოთხოვნებით, ხაიშში დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა. ისინი წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ.

„სამში დაგეგმილია მასშტაბური აქცია, თუ არ იქნება თუ არ აიკრძალება დიდი ჰესების მშენებლობა, თუ არ იქნება მოსახლეობისთვის რეგისტრირებული მიწები, თუ მკვიდრი მოსახლეობის სტატუსი არ მიენიჭება და სხვა მოთხოვნები არ შესრულდება, სამი ივნისიდან აქ დაიწყება უკვე პერმანენტული აქციები, რომელმაც შეიძლება ძალიან მწვავე ხასიათი მიიღოს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები