19 აგვისტო 2018,   08:04
ვრცლად
ექსპერტები მარგველაშვილის ინიციატივას პუტინთან შეხვედრაზე, სკეპტიკურად აფასებენ

პოლიტიკური ოპონენტების შემდეგ გიორგი მარგველაშვილს ამჯერად ანალიტიკოსები აკრიტიკებენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის განცხადება მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ არარეალურია. ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინს შეხვედრას სთავაზობს, ეს შეთავაზება ოფიციალური მოსკოვის მხრიდან უპასუხოდ დარჩება. გიორგი მარგველაშვილმა პუტინთან შეხვედრის ინიციატივის შესახებ სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"დღესდღეობით ვერ ვხედავ ვერანაირ შედეგს, რომელიც შეიძლება დადგეს უმაღლეს დონზე შეხვედრის შემდეგ, ამიტომ არც რეალისტურად მიმაჩნია ასეთი შეხვედრა და არც მიზანშეწონილად მიმაჩნია,"-აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი რუხაძე.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე კი აცხადებს, რომ  არცერთი მხარე დათმობაზე არ წავა, შესაბამისად აღნიშნულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. 

"რუსები არ წამოვლენ დათმობაზე, მაშინ ჩვენ უნდა დავუთმოთ და ამაზე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტი წამსვლელი არ არის. ისიც არის რომ რუსეთისთვის კარგადაა ცნობილი რამდენად არის შიდა დაპირისპირება და პრეზიდენტს რა როლი აქვს დღე ქვეყანაში, ამიტომ არამგონია ისინი მზად იყვნენ ამ ფორმატში მონაწილეობის მისაღებად,"- აცხადებს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.

დღის ამბები