19 აგვისტო 2018,   08:04
ვრცლად
საპროტესტო აქცია ერევანში - დემონსტრანტები მერის გადადგომას მოითხოვენ

ერევანში საპროტესტო აქცია იმართება. ამჯერად დემონსტრანტები მერის გადადგომას მოითხოვენ. პროტესტის საბაბი კი მერიასთან ახლოს მდებარე პარკში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები გახდა, რის გამოც ხეებს ჭრიან.

პოლიციელების წინააღმდეგობის მიუხედავად 200-მდე აქტივისტი მუნიციპალიტეტის შენობაში შეიჭრა და მერთან შეხვედრა მოითხოვა. თუმცა ტარონ მარგარიანი სამუშაო კაბინეტში არ აღმოჩნდა. მომიტინგეებს მისი მოადგილე შეხვდა და პრობლემების მოსაგვარებლად დიალოგი შესთავაზა. ერევნის მერიასთან ქალაქის მერის მოწინააღმდეგეების გარდა, აქციას მისი მომხრეებიც მართავენ.

დღის ამბები