16 ოქტომბერი 2018,   11:37
ვრცლად
"ახლა ვნახოთ რა მოხდება"-სომხეთის ელჩი საქართველოში სარგსიანის გადადგომის შემდგომ მოვლენების განვითარებას ელოდება

სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სომხეთში მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდება. რუბენ სადოიანის თქმით ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ევქემდებარება.

„ვფიქრობ, რომ სიტუაცია ახლა ნორმალურია და კონტროლს ექვემდებარება. მხარეები მივიდნენ კომპრომისამდე. პრემიერმა თანამდებობა დატოვა. ახლა ვნახოთ რა მოხდება. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ყოველთვის შესანიშნავი იყო და არაფერი შეიცვლება,“-განაცხადა რუბენ სადოიანმა.

ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში სერჟ სარგსიანი გადადგომით დასრულდა. პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე ერთ კვირიანი მუშაობის შემდეგ მთავრობის მეთაური იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. სარგსიანთან ერთად გადადგა მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით.  

ამავე თემაზე
დღის ამბები