19 აგვისტო 2018,   08:03
ვრცლად
"მნიშვნელოვანია სიტუაციის განმუხტვისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები"-სამნიძე სარგსიანის გადადგომას ეხმაურება

სერჟ სარგსიანის გადადგომას უნდა მოჰყვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ასე ეხმაურება სომხეთში მიმდინარე მოვლენებს „რესპუბლიკური პარტია.“ ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ახლა პროცესი არ უნდა შესუსტდეს და დაწყებული საქმე აქციის მონაწილეებმა ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

„სერჟ სარგსიანი ათი წლის წინ პროტესტანტების დარბევით, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, გახდა პრეზიდენტი. მან მიითვისა  მანდატი. ანალოგიებზე თუ  ვილაპარაკებთ საქართველოში რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა მიითვისა მანდატი. ორივე შემთხვევაში, ორივე მმართველმა გადაწყვიტა კონსტიტუციის ცვლილებით გახდეს მესამე ვადით მმართველი ქვეყნის და ეს არც ერთ შემთხვევაში არ აპატია მათ მოქალაქეებმა და ვნახეთ რა მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებებს. არც ერთ ქვეყანაში სრული ავტორიტარიზმი შეუძლებელია. ძალა რომელიც მართავდა ამ საპროტესტო აქციებს არის ანტირუსული. ის არის დეკლარირებულად ლიბერალური ძალა და წინააღმდეგია ევრაზიული კავშირის. მათ უნდა გააგრძელონ ამ სულისკვეთებით ისევ მოთხოვნები. ძალიან  მნიშვნელოვანია სიტუაციის განმუხტვისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“-განაცხადა ხათუნა სამნიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები