16 ოქტომბერი 2018,   11:27
ვრცლად
ასლან აბაშიძის დროინდელი ჩინოვნიკები, რომლებიც აჭარას მმართველი პარტიის სახელით კვლავ მართავენ

ასლან აბაშიძე ჯერ ისევ მოსკოვშია, მაგრამ მისი გუნდის დიდი ნაწილი კვლავ გუნდად არის შეკრული და აჭარის ხელისუფლებაში თანამდებობებს იკავებს. ამჯერად არა „აღორძინების“ არამედ "ქართული ოცნების“ სახელით.

ადგილობრივი პოლიტიკოსები ამბობენ,  ასლან აბაშიძის დროინდელ ჩინოვნიკებს დღესაც წამყვანი თანამდებობები უკავიათ და რეგიონის ფინანსურ და პოლიტიკურ საკითხებს ისინი წყვეტენ.

მათშორის არის ილია ნაკაშიძე, ბათუმის დღევანდელი მაჟორიტარი, რომელსაც აბაშიძის დროს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.

განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძეც, ასლან აბაშიძის პერიოდის სამი მოწვევის უმაღლესი საბჭოს წევრია. ის ასევე  კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრიც იყო.

ჩამოთვლილიდან არც ერთს მის ბიოგრაფიაში არ აქვს მითითებული რომ „აღორძინების“ წევრი იყო. ამ პარტიაზე საუბარი არ სურს არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს ბაგრატ მანველიძეს. ის თითქმის 13 წელი აჭარის ცენტრალური ბანკის უცვლელი თავმჯდომარე იყო.

ოპოზიციაში ამბობენ იმასაც რომ აჭარის მმართველი ორგანო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძის მეზობლებით, ნათესავებით და მეგობრებით გაიცნო.

დღის ამბები