23 ოქტომბერი 2018,   22:50
ვრცლად
ორღობის ჭორაობა და დოლიძის ფანტაზია-ანა დოლიძის ბრალდებებს ზარდიაშვილი და მდინარაძე პასუხობენ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ანა დოლიძე ვანო ზარდიაშვილს უმაღლეს საბჭოსა და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკურ გავლენაში ღიად ადანაშაულებს. საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების დეპარტამენტს, სწორედ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მეუღლე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ახლო ნათესავი ხელმძღვანელობს. დოლიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ვანო ზარდიაშვილის მეუღლის თინათინ აბრალავას მეშვეობით ცდილობს უმაღლესი საბჭო გააკონტროლოს.

დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა  ანა დოლიძე შეწყალების თემის გადაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა. ბრალდებას კი ორღობის ჭორაობა და დოლიძის ფანტაზია უწოდა.

თინათინ აბრალავა არ არის ერთადერთი გავლენიანი თანამდებობის პირი სასამართლო სისტემაში ვისზეც საბჭოს წევრებს კითხვები აქვთ. არამოსამართლე წევრები ინტერესდებიან, დაინიშნა თუ არა დავით მათიკაშვილის მეუღლე სასამართლოში გავლენიანი ჯგუფების მხარდაჭერით, მას შემდეგ რაც ნინო მამულაშვილს გამწესებაზე უარი სამჯერ ეთქვა. ბრალდებას აბსურდულს უწოდებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც.

დღის ამბები