21 ოქტომბერი 2018,   12:03
ვრცლად
გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე პროცესი სააპელაციო სასამართლოში გადაიდო

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე პროცესი სააპელაციო სასამართლოში  გადაიდო. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების, გიორგი ლიპარტელიანის უდანაშაულოდ ცობასთან დაკავშირებით, გაუქმებას და ბრალდებულის დასჯას ითხოვს. სრიალისას სწორედ ლიპარტელიანი შეეჯახა ტატიშვილს, რასაც გოგონას გარდაცვალება მოჰყვა. დღეს დაცვის მხარის მიერ გაჟღერდა მოსაზრება, რომ შემთხვევისას სალომე ტატიშვილს, პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს, მაშველებმა დაუზიანეს ნეკნები. პროცესი 25 აპრილს განახლდება.

დღის ამბები